ფარული ჩანაწერები

ბრიტანეთის ელჩი: შეშფოთებული ვარ საუბრების მოსმენით, რევოლუციების დრო არ არის

მოხარული ვარ, რომ პოლიტიკოსებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან გააკეთეს განცხადებები და გარკვევით აღნიშნეს, რომ ძალადობრივი ინციდენტების ორგანიზების განზრახვა არ არსებობს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რაშიც საქართველოს გარკვეული პროგრესი მიღწეული აქვს. შესაბამისად, მე მესმის, რატომ არის ასეთი ძლიერი ინტერესი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩანაწერებს, რომლებიც გავრცელდა გასულ კვირას. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შეშფოთებული ვარ, რომ ადამიანების პირადი საუბრები ისმინება, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ საუბრების შინაარსი იმედგაცრუებას იწვევს. რადგან საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის გზაზე და ახლა არ არის ძალადობის, რევოლუციების ან ფიზიკური ბარიერების აგების დრო. პროგრესის გზა გადის დემოკრატიაზე.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ქვეყანაში მიმნდიარე მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს. *თარგმანი ეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2-ს

კომენტარები