რუსთავი 2-ის საქმე

სესიაშვილი: რ2-ზე სახ. დეპ-ს განცხადება არ მოუმზადებია, წარმომადგენელმა თქვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება არ მოუმზადებია. ეს არის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოში მედიაგარემო არის საუკეთესო მთელს რეგიონში. ეს არის მთავარი და ამით ჩვენი პარტნიორი ამაყობს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუსმენთ, ისევე როგორც ისინი. ჩვენი მიზანია, მედია დამოუკიდებელი და ობიექტური იყოს. ვისაც საკუთარი ინტერესები აქვს, ის სასამართლოში კერძო დავას მედიაზე ზეწოლად აღიქვამს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ინტერესები ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის დღევანდელ განცხადებაზე რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

კომენტარები