აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ქუცნაშვილი: A4 ფორმატი ფურცლის ბოძზე გაკვრას ვერ ჩავთვლი იერსახის დამახინჯებად

თამარი [ჩერგოლეიშვილი] არ დაუკავებიათ. თამარი გადაიყვანეს, ანუ ეს იყო ადმინისტრაციული წესით გადაყვანა და არა დაკავება. დაკავება სხვა პროცედურაა, იქ ოქმი დგება და ასე შემდეგ. მე მივესალმები, რომ სამართალდამცავებმა მოახდინეს დროული რეაგირება და დაკავებიდან ეგრევე გაათავისუფლეს, რა თქმა უნდა, მათივე მიღებული კანონია, რომ იერსახის დამახინჯება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გადაცდომას, მაგრამ ამ შემთხვევაში, A4 ფორმატი ფურცლის დენის ბოძზე გაკვრას მე ვერ ჩავთვლი იერსახის დამახინჯებად. ეს რომ ყოფილიყო A3 ფორმატის ან მეტრი მეტრზე და, ვთქვათ, რუსთაველის თეატრზე, ოპერაზე, პარლამენტის შენობაზე ან კერძო დაწესებულებაზე, კი. მაგრამ მე მგონი, პოლიციელებმა სწორად შეაფასეს მდგომარეობა, ადმინისტრაციული დაკავება დამთავრდა გათავისუფლებით, რითაც ინციდენტი შეიძლება გამოვაცხადოთ დამთავრებულად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, არხის გენერალური პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავებაზე.

კომენტარები