აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: საკმარისია, აწყენინო ივანიშვილს, მომენტალურად მიდიხარ ციხეში

სტუდენტებს აქცია-პერფორმანსი ჰქონდათ კანცელარიასთან. მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო. შემდეგ იქ, სადაც იერსახეს ვერ დააზიანებდნენ, ღობეებზე, სადაც მშენებლობაა, მიაკრეს ბიძინა ივანიშვილის და გაზპრომის რამდენიმე კარიკატურა. მოგეხსენებათ, ეს ორი მჭიდროდ თანამშრომლობს ერთმანეთთან. ამის გამო აკავებდნენ სტუდენტს სალომე ხვადაგიანს, მე ვიყავი ქუჩაში, გავიგე ამის შესახებ, მივედი და ავარჩიე ის ბოძი, რომელიც უკვე დაზიანებული იყო, მრავალი განცხადება იყო ზედ - მაგალითად, აიკიდოს ფედერაციის განცხადება და ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული იერსახის დამმახინჯებელის და იქვე მივაკარი ბიძინა ივანიშვილის და გაზპრომის კარიკატურა. თავიდან არ აპირებდნენ დაკავებას, მაგრამ სალომე ხვადაგიანს რომ აკავებდნენ, დავსვი კითხვა - კი მაგრამ, ამ ბავშვს რომ აკავებთ, მე რატომ არ მაკავებთ. იმიტომ, რომ მეც იგივე გავაკეთე. მეც დამაკავეს. ახლა სასამართლო განიხილავს ამას. მაგრამ საქმე რაშია - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ესვრიან პომიდვრებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ეს არის კანონით აკრძალული. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ ამახინჯებენ პოლიტიკური ოპოზიციის კორპუსებს, ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ აკრავენ ნაციონალური მოძრაობის შესახებ პოსტერებს და კარიკატურებს, არავის ამისთვის არ იჭერენ. საკმარისია, აწყენინო ბიძინა ივანიშვილს, მომენტალურად მიდიხარ ციხეში. ეს არის საქართველოს დღევანდელი რეალობა, რომელიც ძალიან მალე შეიცვლება, დარწმუნებული ვარ.

დღეს ოპერის წინ, ღობეზე გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერის გაკვრისთვის თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს. ხვალ, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა გაზპრომს!" გაიმართება.

კომენტარები