პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე იქნება

თეორემა/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი ახალი მემერჯვენებიის თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იქნება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა.

"ფიქრია ჩიხრაძე დაიკავებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ბუნებრივია, რომ ჩვენ თანამშრომლობა სწორედ ქალბატონ ფიქრიას ვთხოვეთ მისი ძალიან შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე. ქალბატონი ფიქრია მე მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როცა ჩართულები ვიყავით ყველანი პოლიტიკაში და შემდგომაც. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და კარგი პოლიტიკური კონტაქტები. მე მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს სრულ ღირებულებით თანხმობას, რადგან ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ იმას, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რაც უნდა განხორციელდეს. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი", - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

კომენტარები