NDI-ის კვლევა

NDI: 46% - ადგილობრივი მთავრობა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 46% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადგილობრივი მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. კვლევაში მონაწილეთა 13% კი პირიქით ფიქრობს. გამოკითხულთა 34%-ს ნეიტრალური პოზიცია უკავია, 7% კი პასუხობს - "არ ვიცი".

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები