ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

გობეჯიშვილი: კობიაშვილის წრიდან გაფრთხილებული ვიყავი, რომ დამაკავებდნენ

რუსთავი 2

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის უკვე ყოფილი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის თქმით, ის ლევან კობიაშვილის წრიდან გაფრთხილებული იყო, რომ მის დაკავებას აპირებდნენ და ამიტომ სახლიდან არ გადიოდა.

"დამაკავეს სადარბაზოში, როდესაც მივდიოდი Holiday Inn-ში დასარჩენად და მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი დაკავების ოპერაცია უნდა მომხდარიყო დღეს დილით. გადავწყვიტე ღამე დავრჩენილიყავი სასტუმროში და არჩევნებზე დილით პირდაპირ ჩამოვსულიყავი. ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყველას გვისმენენ. ზუსტად იცოდნენ, როდის გამოვიდოდი სახლიდან. ერთი კვირა ტელეფონი მქონდა გათიშული და სახლიდან არ გავსულვარ, რომ პირდაპირ მოვსულიყავი არჩევნებზე და ეს ყველაფერი ამეცილებინა. გაფრთხილებული ვიყავი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებიც არიან მეორე მხარის ლევანის წრიდან, რომ ეს იგეგმებოდა", - თქვა გობეჯიშვილმა.

გობეჯიშვილის თქმით, ბევრი ადამიანი ეცადა, რომ მას პოზიცია შეეცვალა და რეზი არველაძისთვის მხარი აღარ დაეჭირა, თუმცა, ეს არ გამოუვიდათ.

UEFA-ს რეკომენდაციით, გეგა გობეჯიშვილი დელეგატი აღარ იქნება. მას ზვიად პეტრიაშვილი შეცვლის.

კომენტარები