ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

სფფ-ის პრეზიდენტობის კანდადატებისთვის ხმის მიცემა დაიწყო

სფფ-ის პრეზიდენტობის კანდადატებისთვის საარჩევნო ყრილობაზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

არჩევნებში მონაწილეობას იღებს 33 დელეგატი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი მოაგროვებს ხმათა 50%+1 რაოდენობას, ანუ მინიმუმ 17 ხმას გამარჯვებული პირველივე ტურიში გამოვლინდება, ხოლო თუ 17 ხმას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, ამ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს, ხოლო მესამე გამოეთიშება.

არჩევნები ფარული კენჭისყრით მიმდინარეობს და მის შედეგებს ხმის დამთლელი კომისია გამოავლენს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები