ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. გობეჯიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მხარეებმა UEFA-ს რეკომენდაციით მიიღეს. მისივე თქმით, ის მზად იყო არჩევნებში მონაწილეობისა და რევაზ არველაძისთვის ხმის მიცემისთვის.

გობეჯიშვილს, სავარაუდოდ, "ქომაგთა" ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი შეცვლის.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები