ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

გობეჯიშვილი: არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, რეზის ვუჭერ მხარს

გეგა გობეჯიშვილი სასტუმრო Holiday Inn-ში მივიდა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ამ დრომდე უცნობი იყო, მივიდოდა თუ არა სასამართლო დარბაზიდან ახლად გათავისუფლებული დელეგატი საარჩევნო ყრილობაზე.

„არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და რეზის ვუჭერ მხარს" - უთხრა ჟურნალისტებს გობეჯიშვილმა.

გეგა გობეჯიშვილი გუშინ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ის 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სწორედ მისი დაკავების გამო გაჭიანურდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც დილის 11 საათზე უნდა დაწყებულიყო.

კომენტარები