ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

რეზი არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი დააკავეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, რეზი არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი საპატრულო პოლიციამ დააკავა. გობეჯიშვილის მეუღლის, თათა ხუნდაძის ინფორმაციით, ის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, პოლიცია განმარტავს, რომ მათ გობეჯიშვილის დაკავების უფლება დილამდე აქვთ.

ხუნდაძის თქმით, მის მეუღლეზე ზეწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გობეჯიშვილის პოზიციის შეცვლას და არჩევნებზე ლევან კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ.

"რამოდენიმე დღეა გეგაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ამიტომ გეგას გამორთული ქონდა ტელეფონი და არ გადიოდა სახლიდან. დღეს 20:30 საათზე გეგა მიდიოდა რეზი არველაძის მხარდამჭერი დელეგატების შეხვედრაზე და მას შემდეგ აღარ ჩანს!!!!" - წერს ხუნდაძე Facebook-ში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს, 3 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები