ტელეკომპანია იმედი

ჯაჭვლიანი: არაფერი არ უნდა დაიხუროს, თუ არ გინდა ყურება, გადართე მეორე არხზე

საერთოდ, რაღაც რომ იხურება და თუ ის ხალხს აინტერსებს, ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, არაფერი არ უნდა დაიხუროს. თუ არ გინდა არხის ყურება, გადართე მეორე არხზე, რა პრობლემაა? მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს, თუ ეს ასე იყო [თუ გადაცემები ბიძინა ივანიშვილის ჩარევით იხურება], ცუდია. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადამოწმდეს. იქნება ეს პოზიცია თუ ოპოზიცია, ყველა არხი უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ მთავარია, არ მოწამლო ხალხი, ტყუილი არ უთხრა, ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი საინფორმაციო სააგენტო აქცენტთან, ტელეკომპანია იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვაზე.

კომენტარები