საბერძნეთის კრიზისი

ბუნდესტაგმა საბერძნეთისთვის 86 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

bundesfinanzministerium.de

გერმანიის პარლამენტმა ევროკავშირის მიერ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მესამე პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას ხმა ბუნდესტაგის 454-მა დეპუტატმა 113-ის წინააღმდეგ მისცა.

გადაწყვეტილებას წინ მწვავე დებატები უძღოდა. გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლეს თქმით, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ საბერძნეთი თავის ვალდებულებებს დროულად შეასრულებს. თუმცა, მისი თქმით, ათენს შანსი უნდა მიეცეს.

ევროპული დახმარების პაკეტის მოცულობა 86 მილიარდი ევროა. მანამდე ევროკავშირმა საბერძნეთს 300 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო. 

კომენტარები