საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების მეორე პაკეტი დაამტკიცა

Getty Images

საბერძნეთის პარლამენტმა მწვავე დებატების შემდეგ რეფორმების მეორე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ათენს 86 მილიარდი ევროს დახმარების მისაღებად მოლაპარაკებებისთვის გზას გაუხსნის. ახალი პაკეტი საბანკო სისტემის და სამოქალაქო სამართალწარმოების რეფორმირებას ითვალისწინებს.

პარლამენტის შენობასთან რეფორმების პაკეტს ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან 7 მილიარდი ევრო მიიღო, საბერძნეთმა სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის წინაშე არსებული მიდინარე დავალიანების - 2 მილიარდი ევროსა და 4 მილიარდ 200 მილიონის გადახდა შეძლო. ევრობანკი ათენისთვის გადაუდებელი დახმარების გაზრდას აპირებს.

კომენტარები