საბერძნეთის კრიზისი

სავალუტო ფონდი ევროკავშირი-საბერძნეთის შეთანხმებას აკრიტიკებს

www.thehindu.com

საბერძნეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ახალი შეთანხმების განხილვა დაიწყო, რომლის თანახმად, ქვეყანა ახალ კრედიტებს და ვალების გადავადებას მკაცრი რეფორმების გატარების სანაცვლოდ მიიღებს. ქვეყნის პრემიერმა ციპრასმა განაცხადა, რომ იძულებული იყო შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, მაგრამ რეფორმების წარმატების არ სჯერა. საბერძნეთის პარლამენტის წინ, საჯარო მოხელეთა დემონსტრაცია მომდინარეობს, რომლებიც ევროკავშირის  გეგმით გათვალისწინებულ რეფორმებს აპროტესტებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა და მას არარეალური უწოდა. სავალუტო ფონდი მიზანშეწონილად ათენისთვის შეღავათების დაწესებას ან ვალების ჩამოწერას მიიჩნევს, რასაც სხვა კრედიტორები ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები