პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ უწონადობაში. ის უზიარებელი სულივით ეძებს თავის ადგილს ამ პოლიტიკურ სპექტრში და ვერ პოულობს. ის უკვე ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებულ ყველა დებულებას, ამ დროს ნაციონალებს ის არაფერში არ სჭირდებათ გარდა იმისა, რომ გამოიყენონ ამ ეტაპზე. მას კი ჰგონია, რომ ნაციონალებს იყენებს და ისევე გამოიყენებს, როგორც ივანიშვილი გამოიყენა თავის დროზე და თავის ჭკუით გადააგდო. ახლა ჰგონია, იმათ გადააგდებს. ამ დროს თვითონ დარჩება გადაგდებული ყველა მხრიდან
tbl.ge/o61
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადებას ეხმაურება.
ამავე თემაზე
- კახიანი საბანკო ზედამხედველობაზე: იმ მოცემულობაში ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო
- ვოლსკი საბანკო ზედამხედველობაზე: სებ-ის პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადებები ჰქონდა
- ქუცნაშვილი საბანკო ზედამხედველობაზე: დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში ვართ
- გახარია: საბანკო ზედამხედველობის მეგარეგულატორის შექმნა, ამ ეტაპზე არ იყო სწორი
- ქუმსიშვილი: საფინანსო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დაბრუნდება