ახალი არაფერი არ მომხდარა. 2014 წლის 23 აპრილს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის კონტექსტში ყირიმსა ან სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინ მივუერთდით ევროკავშირის ამ დადგენილებას. ეს ერთწლიანი დადგენილება იყო. სანამ ამოიწურებოდა ეს ერთწლიანი ვადა, 4 დღით ადრე, 19 ივნისს, მოხდა ამ დადგენილების ავტომატურად გაგრძელება და შესაბამისად ჩვენი მიერთებაც გაგრძელდა. ევროკავშირის მხრიდან დაწესებული იყო 12 სანქცია და ჩვენ აქედან ერთ-ერთს მივუერდით. ეს ეხება ოკუპაციის კონტექსტში, ყირიმში ან სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს. ეს ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ, უბრალოდ, არ გვქონდა იმის საშუალება არ მივერთებოდით, იმიტომ, რომ ზუსტად იმავეს ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში. უბრალო,დ ჩვენ არ ვიქნებოდით თანმიმდევრულები, რომ ასეთი რამე არ გაგვეკეთებინა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ახალი არაფერი მომხდარა. მივუერთდით შარშან, წელს ამოიწურა ვადა, ერთი თვის წინ
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
დონდუა: ახალი არაფერია. 2014 წელს ევროკავშირის 12 სანქციიდან ერთს მივუერთდით
tbl.ge/o3n
დაკოპირდა

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.
ამავე თემაზე
- შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა
- ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტით, რუსულ გაზზე შეზღუდვები პირველად დაწესდება
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ 46 ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა
- მაკფოლი: გვაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან
- პაპუაშვილი: საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს




