სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ 46 ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

REUTERS

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ 46 ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

მთავრობის პრესრელიზის თანახმად, მათგან 30-ზე მეტი კომპანია და ფიზიკური პირი ასოცირდება დრონებისა და რაკეტების სათადარიგო ნაწილების მწარმოებლებთან, ასევე ელექტრონიკის იმპორტთან. გარდა ამისა, სიაში რამდენიმე კომპანიის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები მოხვდნენ.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა კომპანია Soyuz-ს მფლობელი და მისი ოჯახი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია რუსული რაკეტებისთვის აწარმოებს ძრავებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. 

სანქციები ასევე დაწესდა კომპანიების მიმართ, რომლებიც რუს სამხედროებს ტექნოლოგიით ამარაგებენ, მათ შორის შეზღუდვები დაუწესდა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულ ადამიანებსა და კომპანიებს. 

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა, რადგან ისინი რუსეთს ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.

კომენტარები