თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსი: ვითხოვთ მძღოლებისგან კონდიცირების ჩართვას

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი მძღოლებისგან კონდიციონერების ჩართვას ითხოვს. კომპანიის განცხადებით, თუ რომელიმე მძღოლი არ ჩართავს კონდიცირებას და ამის შესახებ კომპანიაში შესული შეტყობინება დადასტურდება, შესაბამისი სანქციები გატარდება. 

"კომპანია თბილისის მიკროავტობუსი კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდიციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს მიკროავტობუსებს, ხვალიდან გაასაჯაროებს რეაგირების შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები. 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება. 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვა. 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას", - აცხადებს თბილისის მიკროავტობუსი.

 

კომენტარები