უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი და მინისტრის მოაგილე ეკა ზღულაძე გუშინ, 12 ივნისს, კიევის საპატრულო პოლიციის ახალ თანამშრომლებს შეხვდნენ.
კიევის საპატრულო პოლციის სამსახური, რომლის მომზადება ეკა ზღულაძის ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მთლიანად დაკომპლექტებულია. 1916 ახალ პოლიციელს უწყების პირველმა პირებმა მათი უშუალო ხელმძღვანელები წარუდგინეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
კიევის საპატრულო პოლიციის უფროსად მინისტრმა ავაკოვმა 28 წლის მაიორი, საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სპეცდანიშნულების რაზმის სვიტიაზის მეთაური ალექსანდრ ფაცევიჩი დანიშნა.
კიევის საპატრულო პოლიცია საქმიანობას ოფიციალურად 4 ივლისს დაიწყებს.