რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კაპანაძე: რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა

რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველოს გააჩნია დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები, დამოუკიდებელი სამხედრო პოლიტიკური ხედვა და ინტერესები, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, გვაქვს უფლება, ვიყოთ იმ პარტნიორებთან, ვისთანაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ იქნება მიმართული და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ.

გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში შეაფასა. ანგარიშის თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ხელს უშლის თბილისის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს კურსი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ.

კომენტარები