26 მაისი

ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

Dalia Grybauskaitė/Fb.com

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ადგილობრივებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველებთან ერთად აღნიშნეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიტვაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების ეგიდით ღონისძიება მოეწყო, რომელიც ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ღია ცის ქვეშ შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიესალმა ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 მაისთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში საქართველოს და ლიტვის დროშები გაშალეს. 

 

კომენტარები