ტერორიზმი

ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ანბარის პროვინციის ცენტრი დაიკავა

www.frontpagemag.com

ერაყის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ისლამურმა სახელმწიფომ პროვინცია ანბარის ცენტრი, ბაღდადის დასავლეთით 112 კილომეტრში მდებარე ქალაქი რამადი დაიკავა. ამას წინ თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ქალაქის ცენტრში მოწყობილი აფეთქებები უძღოდა.

დამხმარე ძალა, რომელიც ხელსუფლებამ ქალაქში გაგზავნა, ისლამისტების შეტევის მოგერიებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ისლამისტების პირველი სამხედრო წარმატება გახდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ერაყის სამთავრობო ძალებმა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ტიკრიტი გაათავისუფლეს. 

კომენტარები