NDI-ის კვლევა

NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" ხვალ წარადგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის პოლიტიკური ნაწილი, მათ შორის, პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებლები და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები