საჰაერო თავდაცვა

ალასანია: საჰაერო თავდაცვის შესახებ ოქმი დეტალურად იყო შეთანხმებული პრემიერთან

მე ჩავედი საფრანგეთში 27 ოქტომბერს, მეორე დღეს, დილით იგეგმებოდა შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა. დამირეკეს და გადმომცეს პრემიერმინისტრის სახელით, არ მომეწერა ხელი მემორანდუმზე, არადა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, ჩემთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა, პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს შემდეგ, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომ, მე წინასწარ, როგორც ვიყავი შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ხელი ამ მომორანდუმს და ექვსი თვე ველოდებოდი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. ეს არ მოხდა სამწუხაროდ.

განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმზე.

კომენტარები