საჰაერო თავდაცვა

ალასანია: საჰაერო თავდაცვაზე უარი საქართველოს ივანიშვილმა ათქმევინა

თუ გვინდა ავიცილოთ ომი, დაპირისპირება, ამისთვის ყველაზე დიდი ძალა არის, იყო მზად შენი მშვიდობის დაცვისთვის და ომისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზირდეს, მას სჭირდება თავდაცვითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე ათქმევინეს უარი საქართველოს ბატონმა ივანიშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა. იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს არ ჰქონიათ გულწრფელი სოლიდარობა საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან.

განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმზე.

კომენტარები