21 მარტის აქცია

სააკაშვილი: დღეს ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა და საშველი - ჩვენი ერი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "დღეს ჩვენ იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც 2003 წელს". სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა. 

"ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა და ისევ საშველი გვყავს ჩვენი ერი. ისევ ამოსაყვანი გვყავს იმ ჭაობიდან და წუმპიდან, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ ხელახლა აღმოვჩნდით. ისევ საჭიროა განვითარების რელსებზე დაბრუნება, იმიტომ, რომ ამ რელსებიდან ჩამოვედით. ისევ საჭიროა, დიდი დაბრკოლებების გადალახვა იმისთვის, რომ ეს დიდი უბედურება, რაც ახლა არის, უკან მოვიტოვოთ. სამწუხაროდ, ახლა ისევ გაგვაერთიანა იმ ამოცანამ, რომ საქართველო ისევ გადავარჩინოთ იმ დამანგრეველი ხელისუფლებისგან, რომელსაც ქრონიკულად არ შეუძლია აღმშენებლობა და შეუძლია მხოლოდ ნგრევა და სიძულვილის ენით ლაპარაკი, რომელმაც დააბრუნა 90-იანი წლების აჩრდილები ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ეზოებში, სამსახურებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში" - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ "გული მიკვდება იმაზე თუ რა ხდება ჩვენს სათაყვანებელ საქართველოში".

კომენტარები