21 მარტის აქცია

ენმ-ის აქციაში მონაწილეობის მისაღებად კოლონა ახალციხიდანაც დაიძრა

სამხრეთის კარიბჭე

დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების კოლონა ახალციხიდანაც დაიძრა.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ახალცხიიდან აქციაზე მიმავალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამგზავრების წინ მათთვის ხელი არავის შეუშლია და ზეწოლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია ლოზუნგით - "გადადგეს უუნარო მთავრობა" - თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე, აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც.

კომენტარები