უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ქუცნაშვილს გვენეტაძის არჩევისთვის ჩატარებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის არჩევისთვის ჩატარებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"არ ვარ იმ 88 ადამიანში, ვინც მხარი დაუჭირა ქალბატონ ნინოს. იმიტომ, რომ იმ შეკითხვებმა, რომლებიც დაისვა და იმ პასუხებმა, რომლებიც გაიცა, ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა. ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული და ქვეყნის პრესტიჟის გაურისკაობის ერთგული. აქედან გამომდინარე, კითხვები და პასუხები არსად გამქრალა და საზოგადოება ინფორმირებულია მათ თაობაზე", - თქვა ქუცნაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დღეს აირჩია.

კომენტარები