21 მარტის აქცია

ივანიშვილი ტაბულას: გასაგებია, ვისი ხელწერაც გაქვთ

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

"ნუ ძალადობთ" - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ. ამის შესახებ ივანიშვილმა საჯარო ბიბლიოთეკაში, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ თქვა. მას კომენტარის გაკეთება არ სურდა და ტაბულას კითხვაზე, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას ეხებოდა, განაცხადა - "ტაბულა, გასაგებია, ვისი ხელწერაც გაქვთ". 

ამასთან, ყოფილი პრემიერის შეფასებით, ქართული ოცნების მთავარი დამსახურებაა, რომ ხვალინდელ აქციაზე "მოძალადეები" თავისუფლად გაივლიან.

"ვინც ძალადობდნენ ისინი გამოდიან დღეს ქუჩაში და თავისუფლად გაივლიან, ეს არის ჩვენი დამსახურება მთავარი. ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციას" - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები