ვითარება უკრაინაში

11 ევროპული ქვეყანა საჭიროების შემთხვევაში უკრაინას იარაღს მისცემს

dailystormer.com

უკრაინამ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტები ევროპის 11 ქვეყანასთან გააფორმა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

პოროშენკოს განცხადებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ევროკავშირის ოფიციალური ემბარგო უკვე გაუქმებულია.

იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში ზავი დაირღვევა, უკრაინის არმია ლეტალურ იარაღს უპრობლემოდ მიიღებს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციების ახალ პაკეტს აამოქმედებს - განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები