ვითარება უკრაინაში

პოროშენკომ მთავრობასთან დაპირისპირებული გავლენიანი გუბერნატორი გადააყენა

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტმა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი იგორ კოლომოისკი თანამდებობიდან გადააყენა. 

გვიან ღამით პოროშენკომ კოლომოისკის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინის ერთიანობის შენარჩუნება აუცილებელია.   

გავლენიანი ბიზნესმენი, პრივატბანკის მფლობელი იგორ კილომოისკი გუბერნატორად მაიდნის გამარჯვების შემდეგ დაინიშნა და დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატისტებთან და რუს აგრესორებთან ბრძოლაში. კოლომოისკი პოროშენკოს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ხელისუფლებამ ორ სახელმწიფო ნავთობკომპანიაში მენეჯმენტი შეცვალა. გუბერბატორმა კომპანია უკრაინაფტას შენობაში შეიარაღებული მებრძოლები მიიყვანა.

კოლომოისკის მომხრეები 28 მარტს დნეპროპეტროვსკში აქციის ჩატარებას გეგმავენ.

კომენტარები