უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

კახიძე: ნინო გვენეტაძემ შეასრულა კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა

ქალბატონმა ნინომ რა განაცხადა ე.ი. - 2012 წლის ნოემბერში დატოვა რესპუბლიკური პარტია, გახდა მაშინვე აპოლიტიკური, პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდა, როგორც კი დატოვა პარტია და შეუდგა პოლიტპატიმრების სიის ფორმირებას. სინამდვილეში ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ შეასრულა კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა, რომ გათავისუფლებულიყვნენ ციხიდან ის პირები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლიდა პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება. არავითარი კავშირი ამას მართლსმაჯულებასთან, შეფასებასთან, ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, ვენეციის კომისიასთან არ აქვს, ჩვეულებრივი პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი გახლდათ. ამისთვის მადლობას ვერ ვეტყვით, რომ ახლა ოთანაძე და შკრილნიკოვი და გაბედავას გათავისუფლებაზე რეკომენდაცია რომ მისცა, მადლობას ვერ გადავუხდით ნამდვილად. სამარცხვინო სია არის ეს და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში სამარცხვინო ლაქაა.

იურისტი ოთარ კახიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილი ნინო გვენეტაძე, 2012 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი 14-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო.

კომენტარები