თეორემა

21 მარტის აქცია

"საქართველოს ეკონომიკა კოლაფსის წინაშეა - ამ დრამატულ ვითარებაში მთავრობა არის სრულიად უმოქმედო. მას არ გააჩნია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა და უარს აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმის განხილვაზე. ივანიშვილი დასცინის მოსახლეობას და მთელი ქართული ოცნება კვერს უკრავს" - ესაა მოკლე ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტს საპროტესტო აქცია დაგეგმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის შეხედულებას იზიარებენ თავისუფალი დემოკრატებიც - თუმცა აქციას არ უერთდებიან.

ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი გაბაშვილი, ხოლო თავისუფალი დემოკრატებიდან, ნინო გოგუაძე საუბრობენ საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე.

კომენტარები