პოლონეთი-რუსეთის ურთიერთობა

პოლონეთი რუსეთისგან ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევებს ითხოვს

wikipedia.org

პოლონეთის საგარეო უწყებამ რუსეთს ნოტა გაუგზავნა, რომლითაც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევების გადმოცემა მოითხოვა. ავიაკატასტროფა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი 100-მდე თანმხლებ პირთან ერთად დაიღუპა, 2010 წელს რუსეთში, სმოლენსკთან ახლოს მოხდა.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, თვითმფრინავის ნამსხვრევები პოლონეთის კუთვნილებაა. მათი გადმოცემის პირობა ვარშავას 2013 წელს პირადად სერგეი ლავროვმა მისცა. თუმცა, რუსი დიპლომატები აცხადებენ, რომ ყველა პროცედურის დასრულებამდე ნამსხვრევები პოლონეთს არ გადაეცემა. რუსეთის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, ტრაგედიის მიზეზი ეკიპაჟის დაუდევრობა გახდა, თუმცა პოლონეთი ამ ვერსიას არ იზიარებს.

კომენტარები