პოლონეთი-რუსეთის ურთიერთობა

რადოსლავ შიკორსკიმ პუტინის წინადადების შესახებ საკუთარი განცხადება უარყო

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

პოლონეთის სეიმის სპიკერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინიტრმა რადოსლავ შიკორსკიმ უარყო საკუთარი განცხადება იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი პოლონეთის პრემიერს უკრაინის დანაწევრებაში მონაწილეობას სთავაზობდა. სტატია შიკორსკის კომენტარებით გამოცემა პოლიტიკომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. შიკორსკის თქმით, შეხვედრა, რომელზეც იგი საუბრობდა, არ ყოფილა და ინტერვიუში მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული. 

"ინტერვიუ არაავტორიზებული იყო და ადგილი ჰქონდა ინტერპრეტაციას. მე მეხსიერებამ მიღალატა და გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოსკოვში პრემიერ ტუსკისა და პრეზიდენტ პუტინის ორმხრივი შეხვედრა არ ყოფილა" - აცხადებს სიკორსკი.

კომენტარები