პოლონეთი-რუსეთის ურთიერთობა

ვარშავა შენობის ჩამორთმევისთვის მკაფიო პასუხის გარეშე არ დარჩება – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის ხელისუფლება ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან მდებარე შენობის ჩამორთმევისთვის გააკრიტიკა. სამინისტროს მტკიცებით, ეს ნაბიჯი, როგორც "მტრული აქტი”, არღვევს ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციას და მიმართულია პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური საკუთრების წინააღმდეგ.

"ვარშავის ასეთი თავხედური ნაბიჯი, რომელიც სცილდება ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩარჩოებს, არ დარჩება მკაფიო რეაქციისა და შედეგების გარეშე რუსეთში პოლონეთის ხელისუფლებასა და პოლონეთის ინტერესებთან მიმართებით". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ლუკაშ იაშინამ AFP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ შენობა, რომელიც გამოიყენება დიპლომატების შვილების საშუალო სკოლად, ვარშავის მერიის საკუთრებაა.

„ჩვენი მოსაზრება, რომელსაც სასამართლო ეთანხმება, არის ის, რომ ეს ქონება პოლონეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და რუსეთმა უკანონოდ მიითვისა". - თქვა იაშინამ Reuters-სთან.

კომენტარები