რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ღარიბაშვილი: რუსეთი უკმაყოფილოა ჩვენი ევროპული არჩევანით

facebook.com/GaribashviliOfficial

რუსეთი უკმაყოფილოა ჩვენი ევროპული არჩევანით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 51-ე კონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო თავისი ევროატლანტიკური და ევროპული გზის ერთგულად რჩება.

„ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი არჩევანის, ჩვენი ევროპული გზის. გასულ წელს ჩვენი ხელი მოვაწერეთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ჩვენი მთავრობა ფოკუსირებულია ამ შეთანხმების დროულ და ეფექტურ ინპლემენტაციაზე. რა თქმა უნდა რუსეთი ამით კმაყოფილი არ არის და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის გამო უკვე ვაწყდებით გამოწვევებს. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა. ეს არც 2012 წელს მომხდარა, არც 2004 წელს არამედ საუკუნეების წინ. ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს ეს არჩევანი.“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები