ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე

გეგი ნიჟარაძე თანამშრომელს: როგორ ბედავ გადაღებას, 5-წლიანი გაქ, ჩათვალე

მონიტორინგის ცენტრ მედიატორმა და სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა მერიის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად ვიდეოჩანაწერები გაავრცელეს, რომელზეც მერიის ზედამხვედველობის თანამშრომლის კახაბერ ბუსკივაძის გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტია ასახული. ბუსკივაძეს მერიაში ტესტირება ჩაბარებული ჰქონდა და ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჰქონდა დარჩენილი. კახაბერ ბუსკივაძე გასაუბრებას იღებდა, რაც შენიშნეს და რის გამოც, არასამთავრობოების ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, სხვა პირებთან ერთად ძალისმიერი მეთოდებით ბუსკივაძეს ჩამოართვეს ტელეფონი, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და 3 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი საკრებულოს შენობაში მდებარე ერთ-ერთ ოთახში. არასამთავრობოებმა მერიის ყოფილ თანამშრომლებთან და კახაბერ ბუსკივაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათივე ცნობით, გასაუბრებას სუს-ის თანამშრომელი ესწრებოდა.

"კახაბერ ბუსკივაძემ წარმატებით გაიარა საჯარო მოხელის კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირება, სადაც მან აიღო 53 ქულა, მაგრამ მანამდე არაერთხელ მომხდარი მისი შევიწროების ფაქტების გამო, გასაუბრების ეტაპზე აშკარა იყო, რომ უნდოდათ მისი ჩაჭრა. სწორედ ამიტომ კახა ბუსკივაძე აწარმოებდა გასაუბრების ვიდეო ჩაწერას, რათა შემდგომ მტკიცებულება ჰქონოდა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიმართავს გეგი ნიჟარაძე კახა ბუსკივაძეს შემდეგი სიტყვებით:

- "შენ როგორ ბედავ გადამღებით შემოსვლას, ხო არ გინდა მოგი**ნა კარგის *რაკი, დაგინგრევ თავ-პირს, გადაგამტვრევ ხერხემალში, შენ საათი უტრიალე ნაციონალებს, გამზრდელს მოგი**ნავ ბიჭო შენ, აქ დააგდეთ ეს ახვარი, სერიოზული პრობლემები გაქ ჩათვალე, დავუძახებ ეხლა პოლიციას, 5-წლიანი გაქ ჩათვალე და იქეთ მოგ**ნავენ ტრაკში, გაგამწარებ, ბეისბოლის ჯოხს გირტყამ მანქანაში მაქვს..."

აქვე აღსანიშნავია, რომ გასაუბრებას და ამ ინციდენტს ესწრებოდა სუს-ის თანამშრომელი ვინმე აჩიკო, რომელსაც გეგი ნიჟარაძე სთხოვდა, რომ "საათი" წაეღო "თავისთან სუსში".

აღნიშნული პირი ჩანს შემდეგ კიდევ ჩანაწერში, როცა მას საათი უდევს ჯიბეში და იმის გამო, რომ ვერ მოახერხა გათიშვა აგრძელებს ჩაწერას. ეს პირი კი რეკავს სუს-ში ვინმე დაჩისთან და მას აბარებს ანგარიშს და იღებს დირექტივებს.

- "დაჩი ეხლა ჩატარდა სხდომა, მოვიდა ის ტიპი შემოვიდა. ზემოდან გახდილი იყო დაჯდა და ხელი დაიჭირა ესე დაახლოებით გულის მუცლის არეში და გაასწორა რა, დიდი უზარმაზარი საათი ეკეთა, დაიწყო ჩაწერა, ამ კომისიის წევრებმა ჩვეულებრივად გააგრძელებინეს და რომ დარწმუნდა ყველა, რომ არიქა რაღაცა ხდებოდა, მერე გამოუშვეს გარეთ, ამ დროს ამ ყველაფერს ჩვენ ვიწერდით, მთელი ეს ფაქტი კამერა იყო გამზადებული და ვიწერდით. ოპერი გვყავდა სახლობლოდან''.

აქ გასათვალისწინებელი კიდევ ერთი გარემოება, რომ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ კახაბერ ბუსკივაძე აპირებდა საკუთარი გასაუბრების ჩაწერას. რაც იმას მოწმობს რომ ისევ აქტიურად მიმდინარეობს მოსმენები, თვალთვალი და უკანონო მიყურადება", - საუბრობდნენ პრესკონფერენციაზე.

მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გუშინ ადვოკატმა გოგა ონიანმა კახა ბუსკივაძის შენობიდან გამოყვანა მოახერხა. მისივე თქმით, ბუსკივაძეს ფარული ჩანაწერის გაკეთების მცდელობისათვის აქტი ვერ შეუდგინეს, რადგან ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

კომენტარები