ემზარ კვიციანი არის ადამიანი, რომელმაც მოაწყო შეიარაღებული ამბოხი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გამოუცხადა დაუმორჩილებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას. ამის შემდეგ ეს ადამიანი თვეების განმავლობაში რუსების ხელშეწყობით ცხოვრობდა ოკუპირებულ აფხაზეთში, შემდეგ რუსეთში და იძლეოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან საზიანო ინტერვიუებს, მათ შორის ისეთებს, სადაც აცხადებდა, თითქოს საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მსახურობდნენ „ამერიკელი ფერადკანიანები“. ეს ადამიანი, ცხადია, უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ციხიდან უშვებს ასეთი ტიპის ადამიანებს და ციხეში სვამს ადამიანებს, მათ შორის გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ეს ნათლად აჩვენებს იმას, თუ საით მიჰყავს ამ ხელისუფლებას ქვეყანა.
tbl.ge/x47
დაკოპირდა

აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ემზარ კვიციანის პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
ამავე თემაზე
- კვიციანი პატრიოტთა ალიანსიდან მიდის: აღმოჩნდა, სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი
- ემზარ კვიციანმა პატრიოტთა ალიანსი დატოვა
- კვიციანი: არჩევნებსაც თუ გადავიტანთ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი
- ემზარ კვიციანი: დიდება დიდ სტალინს
- "ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და მომისმინე, იქნებ რამე შევიდეს შენს თავში" - კვიციანი გოცირიძეს




