c ჰეპატიტი

პრემიერი: წელს ჩვენი მთავარი გამოწვევა C ჰეპატიტის სრული დაძლევა იქნება

"წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა, სრული ელიმინაცია იქნება და ამიტომაც 2015 წელს ვაცხადებთ C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მინდა, შევეხო ჩვენი მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ახალ კამპანიას C ჰეპატიტის შესახებ. აქტიური კამპანია დავიწყეთ C ჰეპატიტის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ეს იყო დაუძლეველი პრობლემა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, ყველა ქვეყანაში ასეა, ეს რჩება პრობლემად და მისი გადაჭრა წარმოუდგენელიც კი ჩანდა, მაგრამ დღეს უკვე ჩვენი ძალისხმევისა და შრომის შედეგად და სამინისიტროსა და პირადად მინისტრის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა, სრული ელიმინაცია იქნება და ამიტომაც 2015 წელს ვაცხადებთ C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად.

ჩვენ მალე დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არამარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე. მკურნალობა იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც. ჯანდაცვის სამინისტრო გაამკაცრებს რეგულაციებს დანაშაულის პრვენციისთვის", - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები