პუტინთან შესაძლო შეხვედრა

ჯაფარიძე: პუტინთან შეხვედრა ქვეყნის ინტერესების საზიანო იქნება

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო იქნება.

"პუტინთან მათ[ხელისუფლებას] კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ. მათ აქვთ კრემლთან კომუნიკაციის რამდენიმე არხი და ამ არხებს აქტიურად ამუშავებენ ბოლო ორი წელია. მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ამიტომ, თუ შეხვედრა იქნება, ეს შეხვედრაც, ცხადია, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნება. უბრალოდ, გამოჩნდება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ, ვითომ ვალაგებთ რუსეთთან რაღაც ურთიერთობას. მაშინ, როდესაც გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები - მათ შორის, პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში",-თქვა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ 18 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის სტუმრობა გაუხარდებათ".

კომენტარები