პუტინთან შესაძლო შეხვედრა

საგანელიძე: უნდა დაიძრას რუსეთთან ის ყინული, რომელიც არსებობს

ქვეყანას ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი, როცა ქვეყანას ეკონომიკა აქვს გასაძლიერებელი - რას ნიშნავს, ამ ეტაპზე არ უნდა შეხვდეს? [საქართველოს პრემიერი ან პრეზიდენტი რატომ არ უნდა შეხვდნენ და რატომ არ უნდა გაარკვიონ ურთიერთობა? თუმცაღა, აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ "შეხვედრა შეხვედრისთვის" არ უნდა იყოს და უნდა არსებობდეს სერიოზულად მომზადებული დღის წესრიგი. უნდა დაიძრას ის ყინული, რომელიც არსებობს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის შესაძლო შეხვედრაზე.

კომენტარები