რეფორმატორ კახა ბენდუქიძის ცხედარს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:00-ზე ჩამოფრინდება.
ცოდნის ფონდის დამფუძნებლის პანაშვიდი ხვალ გაიმართება. ხოლო სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 11:00 საათიდან დაიწყება.
კახა ბენდუქიძის ცხედარს საუნივერსიტეტო კამპუსიდან შაბათს, 15:00-ზე გამოასვენებენ და მისი სურვილის შესაბამისად კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცნობილი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე 13 ნოემბერს, ლონდონში გარდაიცვალა.