პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერმინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერთან ერთად იმყოფებიან ვიცეპრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.