6 თებერვალს, ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
"მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიური დინამიკა, ასევე საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს, ასევე დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას" - ნათქვამია ივანიშვილის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ თოყაევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა.





