საქართველო-ყაზახეთი

ადამიანების გატაცებაში ბრალდებული რუსეთის მოალაქე საქართველოდან ყაზახეთშია ექსტრადირებული

საქართველო-ყაზახეთი

ყაზახეთის გენერალური პროკურატურის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც 2022 წელს ალმათში ადამიანების გატაცებასა და მათი ქონების ძალადობრივ ჩამორთმევაშია ეჭვმიტანილი, საქართველოდან ყაზახეთშია ექსტრადირებული.

უწყების Telegram არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გენერალური პროკურატურისა და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოდან რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება შეძლეს.

"ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში დააკავეს. მას თავისუფლების აღკვეთა 7-დან 12 წლამდე ვადით და ქონების კონფისკაცია ემუქრება," – აღნიშნეს ყაზახეთის გენერალურ პროკურატურაში.

კომენტარები