კრიმინალი

რუსთავი 2: ოკუპირებული ტერიტორიიდან მამაკაცი გაიტაცეს და ცემით მოკლეს

metro.us

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკად ნაცემი სახლთან დატოვეს. ტელეკომპანიის ცნობით, ექიმებმა ემზარ ეთერიას გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ სოფელ თაგილოდან 4 დღის წინ გაიტაცეს და ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. 9 000 ლარის გადახდის შემდეგ კი გამტაცებლებმა ემზარ ეთერია საცხოვრებელ სახლთან სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, ეთერიას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით, კერძოდ, ავტომატის კონდახით მიაყენეს. 

კომენტარები