რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

იმერლიშვილი: პუტინს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია

სამშობლოსთვის პუტინი მართლაც რაციონალური პოლიტიკის მომხრეა, რაც მისი ქმედებებიდანაც კარგად ჩანს, თუმცა იგივეს საქართველოსთან მიმართებაში ვერ გავიმეორებ. მიუხედავად ამისა, ვეთანხმები აზრს, რომ პუტინი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია... 2008 წლის ომი და რუსეთის ოფიციალური განცხადებები არ ნიშნავს, რომ პუტინს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი და მძიმე პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია. მთავარია, ამის სურვილი რამდენად ექნება...

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ვერსიასთან საუბარში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის FORBES GEORGIA-სთან ინტერვიუ შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, "პუტინი ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი".

კომენტარები