სანდრო გირგვლიანის საქმე

ხვალ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. სწორედ ხვალ განსაზღვრავს მოსამართლე დავით მგელიაშვილი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს. პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, თეორიულად დასაშვებია, რომ განაჩენი ხვალვე დადგეს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს დრო 23 ოქტომბრამდე აქვს.

გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია. ამავე საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაია, თუმცა მისი საქმე საბერძნეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმეზე ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელსაც აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 

ხვალინდელი პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები